2018 წლის 14 ნოემბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N46 აუქციონზე გაიყიდა 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 6 თვიანი ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 6-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 62 500 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 7.010%, მაქსიმალური 7.090%, ხოლო საშუალო შეწონილი 7.030%.