2018 წლის 14 ნოემბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N47 აუქციონზე გაიყიდა 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2 წლის ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 4-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 68 770 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 7.190%, მაქსიმალური 7.230%, ხოლო საშუალო შეწონილი 7.214%.