სამუშაო შეხვედრა ფინანსური ანგარიშგების სტანდარტებთან დაკავშირებით



„გაუმჯობესებული ფინანსური ანგარიშგება მეოთხე კატეგორიის (მიკრო) საწარმოებისთვის ფინანსებზე მარტივი წვდომისთვის“, - ამ სახელწოდებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა სასტუმრო „იოტა თბილისში“, რომელსაც ბიზნეს ასოციაციების, სავაჭრო-სამრეწველო პალატებისა და პროფესიული გაერთიანებების წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ ფინანსური ანგარიშგების ახალ, გამარტივებულ სტანდარტს, ამ სტანდარტის დანერგვისთვის შემუშავებულ თვითსწავლების დოკუმენტს, ასევე, მოისმინეს ინფორმაცია მცირე და საშუალო საწარმოთა ფასს სტანდარტების ცნობადობის ამაღლების პროექტის შესახებ.

IV, III და II კატეგორიის საწარმოთა მიერ სტანდარტების დანერგვა და მოწესრიგებული სააღრიცხვო სისტემა, ხელს შეუწყობს საწარმოთა ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდასა და საფინანსო სექტორთან ურთიერთობის გამარტივებას, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს დასაქმების ხელშეწყობას, მეწარმეობის განვითარებასა და ინოვაციების დანერგვას.

აღნიშნული პროექტები ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურისა და დონორი ორგანიზაციების - დიდი ბრიტანეთის „კარგი მმართველობის ფონდისა“ (UK Good Governance Fund) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის, „მმართველობა განვითარებისათვის“ მხარდაჭერით ხორციელდება.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

25აპრილი დღე თვე წელი
2024 24.04 01.04 01.01
  24.04 24.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 052.32 140.1 1 577.3
შემოსულობები : 51.8
1 714.98 031.3
მ.შ გადასახადები :45.9
1 504.66 716.9
გადასახდელები : 50.51 801.3
7 555.1
ნაშთი ბოლოს : 2 053.6 2 053.62 053.6

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა