სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების (PEFA) შეფასება ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გრძელდება



დღეს, საქართველოს მთავრობის, მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, გაიმართა სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების (PEFA) შეფასების პრეზენტაცია სამი მუნიციპალიტეტისთვის (თბილისი, ბათუმი და მარტვილი).
 
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, რომელმაც აღნიშნა, რომ სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშგების მეთოდოლოგია, ძალიან მნიშვნელოვანი და ეფექტური ინსტრუმენტია, რომლის საშუალებითაც სახელმწიფოს, ასევე, ინვესტორებს და დონორ ორგანიზაციებს შეუძლიათ ობიექტური ინფორმაცია მიიღონ საჯარო ფინანსების მართვაში მიღწევებისა და გამოწვევების შესაფასებლად.
 
მისი თქმით, საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის კუთხით, ქვეყანამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი აქტიურად გაგრძელდეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დონეზე. გამოსვლისას, მან  ასევე, ყურადღება გაამახვილა იმ რეფორმაზე, რომელიც  დეცენტრალიზაციის პოლიტიკის მიმართულებით არის გადადგმული და გულისხმობს 2019 წლიდან  მუნიციპალიტეტების დაფინანსების სისტემის ცვლილებას, რომლის მიხედვითაც აღარ იარსებებს გათანაბრებითი ტრანსფერი და  მათ ნაცვლად მუნიციპალიტეტების დასაფინანსებლად მიიმართება დღგ-ს სახით მიღებული შემოსავლები.
 
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, აღნიშნული რეფორმა  მნიშვნელოვნად გაზრდის მუნიციპალიტეტების დამოუკიდებლობას. ფინანსთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა დონორებს ამ პროცესის მხარდაჭერისთვის.  
 
აღსანიშნავია, რომ 2017 და 2018 წლებში, PEFA-ს შეფასება მთლიანობაში საქართველოს 15 მუნიციპალიტეტისა და ქალაქისთვის განხორციელდა. აღნიშნული შეფასებიდან 12 ჩატარდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), ხოლო სამი -  მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით.
 
„PEFA-ს შეფასებამ განსაზღვრა მუნიციპალიტეტების სისტემების ძლიერი და სუსტი მხარეები, თუ რა უნდა გაუმჯობესდეს იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს რესურსების ეფექტიანი გამოყენება ადგილობრივ დონეზე. PEFA-ს შეფასება ასევე, წარმოადგენს მნიშვნელოვან საფუძველს საქართველოს 2018-2021 წლების სახელმწიფო ფინანსების მართვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმისთვის რეკომენდაციების მოსამზადებლად“, -  აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონმა.
 
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის თქმით, სახელმწიფო ფინანსების მართვის კუთხით განხორციელებული რეფორმებით, ქვეყანას აქვს კარგი შედეგები ცენტრალურ დონეზე, მათ შორის, აღსანიშნავია მე-5 ადგილი „ბიუჯეტის გამჭვირვალობის ინდექსის“ კუთხით.
 
„თუმცა, ჩვენ ამავდროულად, ვცდილობთ, რომ მუნიციპალიტეტების დონეზეც სტანდარტი იყოს ძალიან მაღალი. შესაბამისად, ჩვენ მსოფლიო ბანკის, ევროკავშირისა და GIZ-ის დახმარებით, შევეცადეთ შეგვეფასებინა, რა სიტუაციაა თითოეული მუნიციპალიტეტის დონეზე. რა თქმა უნდა, რეფორმის შედეგად, გვაქვს როგორც წარმატებები, ასევე გამოწვევები, რომელიც მუნიციპალიტეტებთან ერთად აქტიური მუშაობის შედეგად უნდა გამოსწორდეს. მსგავსი შეფასებები ძალიან მნიშვნელოვანია. ეს შეფასებები დაგვეხმარება უკეთ დავგეგმოთ სამოქმედო გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს ამ ინდიკატორების გაუმჯობესებას და მუნიციპალიტეტების დონეზე ისეთი სტანდარტების დამკვიდრებას, რომელიც გვაქვს ცენტრალურ დონეზე“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.
 
„დღეს წარმოდგენილმა შეფასებამ ხელი უნდა შეუწყოს ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას ისეთი პრიორიტეტების დადგენაში, როგორიცაა პროგრამული ბიუჯეტი, საშუალოვადიანი დაგეგმვა, შიდა კონტროლი, პროექტის დაგეგმა და საინვესტიციო მენეჯმენტი. PEFA-ს სტანდარტების დანერგვამ ასევე ხელი უნდა შეუწყოს ქვეყნის დეცენტრალიზაციის სტრატეგიას“, - აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსმა  ვინსენტ რეიმ.

 PEFA-ს მეთოდოლოგია შემუშავებულია გამოცდილი პრაქტიკოსების მიერ განსაზღვრული საერთაშორისო სტანდარტებთან და წარმატებული პრაქტიკიდან. დღეისთვის განხორციელებულია დაახლოებით 600 შეფასება 150 ქვეყანაში.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

19აპრილი დღე თვე წელი
2024 18.04 01.04 01.01
  18.04 18.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 167.02 140.1 1 577.3
შემოსულობები : 115.31 421.77 738.2
მ.შ გადასახადები :34.6
1 227.86 440.1
გადასახდელები : 37.11 316.6
7 070.3
ნაშთი ბოლოს : 2 245.2 2 245.22 245.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა