2018 წლის 5 დეკემბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N49 აუქციონზე გაიყიდა 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 12 თვის ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 64 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 7.130%, მაქსიმალური 7.170%, ხოლო საშუალო შეწონილი 7.160%.