2018 წლის 12 დეკემბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N51 აუქციონზე გაიყიდა 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2 წლის ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 63 230 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 7.200%, მაქსიმალური 7.290%, ხოლო საშუალო შეწონილი 7.253%.