ფინანსთა სამინისტროსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის თანამშრომლობა გახანგრძლივდა



ფინანსთა სამინისტროსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის თანამშრომლობა გახანგრძლივდა. შესაბამის მემორანდუმს ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, ვენის გაერთიანებული ინსტიტუტის დირექტორმა, ტომას რიჩარდსონმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შესაძლებლობების გაძლიერების ინსტიტუტის დირექტორმა, შარმინი კურიმ.

სასწავლო კურსები საერთაშორისო მასშტაბისაა და საქართველოში მეშვიდე წელია ხორციელდება. მათში მონაწილეობის მიღების მიზნით, ქართველ კოლეგებთან ერთად, მოწვეულნი არიან ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნების ფინანსთა, ეკონომიკის სამინისტროების და ეროვნული ბანკების წარმომადგენლები, ხოლო მიმდინარე წელს, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და ვენის გაერთიანებულ ინსტიტუტთან მოლაპარაკების საფუძველზე, საქართველოში დაგეგმილ კურსებს შეუერთდნენ მონაწილეები მოლდოვიდან, უკრაინიდან და ბელორუსიდან, რის საფუძველზეც ფინანსთა სამინისტროს აკადემია უკვე აღმოსავლეთ ევროპის ნაწილსაც ფარავს.

საქართველოში IMF-ის სასწავლო კურსების ჩატარება ხელს უწყობს ქვეყნის აქტიურ ჩართვას სავალუტო ფონდის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებში და ეხმარება ქვეყანას ჩამოყალიბდეს, როგორც წამყვანი რეგიონული საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც ხდება, როგორც მაღალი დონის პროფესიული გადამზადება, ასევე, კვალიფიკაციის ამაღლება და ქართული რეფორმების გაზიარება

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

23აპრილი დღე თვე წელი
2024 22.04 01.04 01.01
  22.04 22.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 189.42 140.1 1 577.3
შემოსულობები : 113.0
1 602.67 919.1
მ.შ გადასახადები :100.7
1 393.76 606.0
გადასახდელები : 193.11 633.3
7 387.1
ნაშთი ბოლოს : 2 109.4 2 109.42 109.4

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა