ივანე მაჭავარიანი: ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ლიბერალური საგადასახადო რეჟიმი კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის



„ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ლიბერალური საგადასახადო რეჟიმი კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ეროვნულ ბანკში ფასიანი ქაღალდების ცენტრალიზებული სისტემის ამოქმედებასთან დაკავშირებით გამართულ პრეზენტაციაზე.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი, გახდეს რეგიონული მოთამაშე კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით.

„კაპიტალის ბაზარი, როგორც წესი, პატარა ქვეყნებში ცოტა უფრო ნელა ვითარდება, ამიტომ ჩვენი მიზანია, ერთი მხრივ, კანონმდებლობის, მეორე მხრივ, ინფრასტრუქტურის მიმართულებით, მაქსიმალურად შევამციროთ ბარიერები, რათა უფრო სწრაფად, დაცულად, იაფად ხდებოდეს ტრანზაქცია. საგადასახადო კოდექსში ჩვენს მიერ გატარებული ცვლილებების შედეგად, გვაქვს ერთ-ერთი ლიბერალური საგადასახადო რეჟიმი კაპიტალის ბაზრისთვის და ფასიანი ქაღალდების ტრანზაქციებისთვის. ამ მხრივ, ყველა წინაპირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ეს ბაზარი განვითარდეს. თუმცა, რასაკვირველია, გადამწყვეტი არის მასშტაბი, ქვეყნის ეკონომიკა, ამიტომაც მიგვაჩნია, რომ ჩვენ უნდა გავხდეთ რეგიონული მოთამაშე, როგორც კავკასიაში, ისე ცენტრალურ აზიაში და ამ მხრივ, კარგი, დიდი პოტენციალი,“ - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

19აპრილი დღე თვე წელი
2024 18.04 01.04 01.01
  18.04 18.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 167.02 140.1 1 577.3
შემოსულობები : 115.31 421.77 738.2
მ.შ გადასახადები :34.6
1 227.86 440.1
გადასახდელები : 37.11 316.6
7 070.3
ნაშთი ბოლოს : 2 245.2 2 245.22 245.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა