2018 წლის 26 დეკემბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N52 აუქციონზე გაიყიდა 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5 წლის ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 4-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 52 735 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 7.300%, მაქსიმალური 7.590%, ხოლო საშუალო შეწონილი 7.410%.