ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მებაჟე ოფიცრებს განსაკუთრებული სირთულის დავალების შესრულებისთვის მადლობის სიგელები გადასცა



ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ხუთ მებაჟე ოფიცერს მაღალი პროფესიონალიზმისა და განსაკუთრებული სირთულის დავალების შესრულებისთვის, მადლობის სიგელები გადასცა.

მიმდინარე წლის 15 ოქტომბერს, საბაჟო-გამშვები პუნქტის „თბილისის აეროპორტი“ თანამშრომლებმა დუბაი-თბილისის რეისზე დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება „კოკაინი“ აღმოაჩინეს.

მათთან ერთად, ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის იმ მებაჟე ოფიცრებს, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით 24/7 რეჟიმში იცავენ ქვეყნის ეკონომიკურ საზღვრებს. ფინანსთა მინისტრმა ყველა მათგანს მადლობა გადაუხადა 2018 წელს გაწეული საქმიანობისათვის და ახალ, 2019 წელს წარმატებები უსურვა.

„მსურს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს მივულოცო დამდეგი შობა-ახალი წელი. განსაკუთრებით, მებაჟე ოფიცრებს, რადგან ისინი, პრაქტიკულად, 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. სიმბოლურია, რომ ჩვენ მოვედით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც წარმოუდგენლად დიდი დატვირთვაა. შარშანდელთან შედარებით, რეისების რაოდენობა 4 ათასით, ხოლო მგზავრების ოდენობა 700 ათასით არის გაზრდილი. დღეს, ჩვენ შევარჩიეთ 5 თანამშრომელი, რომლებმაც განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი და დიდი ოდენობით ნარკოტიკი აღმოაჩინეს. თუმცა, რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს სხვა თანამშრომლები, რომლებსაც ასევე ძალიან დიდი წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური საზღვრების უსაფრთხოების დაცვის საქმეში,“ - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, მომავალ წელს დაგეგმილია მნიშვნელოვანი რეფორმებისა და სიახლეების განხორციელება საბაჟოს მიმართულებით.
„მომავალ წელს, ჩვენ გვექნება ახალი საბაჟო კოდექსი, რომელიც სრულ თანხვედრაშია ევროპულ სტანდარტებთან. ამავდროულად, მიმდინარეობს საბაჟოს დიგიტალიზაციის ინტენსიური პროცესი. საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა რეგიონსა და მსოფლიოში, რომელსაც სრულფასოვანი ციფრული საბაჟო ექნება“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

25აპრილი დღე თვე წელი
2024 24.04 01.04 01.01
  24.04 24.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 052.32 140.1 1 577.3
შემოსულობები : 51.8
1 714.98 031.3
მ.შ გადასახადები :45.9
1 504.66 716.9
გადასახდელები : 50.51 801.3
7 555.1
ნაშთი ბოლოს : 2 053.6 2 053.62 053.6

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა