2019 წლის 15 იანვარს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მორიგი აუქციონი გაიმართება.
2019 წლის 15 იანვარს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონებზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 6 თვის ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებებს და 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2 წლის ვადის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციებს განათავსებს.