2019 წლის 15 იანვარს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N 2 აუქციონზე გაიყიდა 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 6 თვიანი ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 5-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 70 250 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 6.960%, მაქსიმალური 6.970%, ხოლო საშუალო შეწონილი 6.968%.