2019 წლის 15 იანვარს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N3 აუქციონზე გაიყიდა 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2 წლის ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 4-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 77 150 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 7.220%, მაქსიმალური 7.310%, ხოლო საშუალო შეწონილი 7.278%.