2019 წლის 22 იანვარს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N4 აუქციონზე გაიყიდა 25 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10 წლის ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 32 870 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.650%, მაქსიმალური 9.000%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.870%.