ივანე მაჭავარიანი საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა



ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს, კრისტიან ურსეს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ევროსაბჭოს მხარდაჭერით მიმდინარე პროექტები, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საკითხები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივა.

ყურადღება გამახვილდა ევროპის საბჭოს ბანკის (СEB) მიერ, საქართველოსთვის გაწეული ფინანსური დახმარების მნიშვნელობაზე. საჯარო სექტორში აღსანიშნავია პროექტი, რომელიც ითვალისწინებს თბილისის საჯარო სკოლების რეკონსტრუქცია-გამაგრებასა და აღნიშნულ სკოლებში ენერგოეფექტურობის გაზრდას, რისთვისაც СEB-თან ერთად, ფინანსური რესურსები გამოყოფილია აღმოსავლეთ ევროპის ენერგო ეფექტურობის და გარემოს დაცვითი თანამშრომლობის ფონდიდან (E5P).

ასევე, მნიშვნელოვანია ევროპის საბჭოს ბანკის ჩართულობა კერძო სექტორის განვითარების მიმართულებით.

მხარეები სამომავლო თანამშრომლობის აქტიურ ფორმატზე შეთანხმდნენ.

2016-2019 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ადამიანის უფლებების, მართლმსაჯულების უზრუნველყოფის, დემოკრატიული მმართველობის გაძლიერების საკითხებს, ასევე, ნდობის აღდგენის ღონისძიებების განვითარებასა და ისეთ საფრთხეებთან ბრძოლას, როგორიცაა კორუფცია, ფულის გათეთრება, კიბერდანაშაული.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

23აპრილი დღე თვე წელი
2024 22.04 01.04 01.01
  22.04 22.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 189.42 140.1 1 577.3
შემოსულობები : 113.0
1 602.67 919.1
მ.შ გადასახადები :100.7
1 393.76 606.0
გადასახდელები : 193.11 633.3
7 387.1
ნაშთი ბოლოს : 2 109.4 2 109.42 109.4

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა