ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში საკონსულტაციო შეხვედრებს დაესწრო



ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ლაშა ხუციშვილი შიდა ქართლში, შავშვების ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში (შავშვები, ქვემო შავშვები, ნაწრეტი, წითელუბანი) არსებულ პრობლემებს გაეცნო და მოსახლეობას სოფლის მხარდაჭერის პროგრამის პრიორიტეტებზე ესაუბრა.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს, ასევე, დაესწრნენ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, სიმონ გულედანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

შიდა გზების მოწესრიგება, გარე განათების პროგრამის დასრულება, ახალგაზრდებისთვის სპორტული ინვენტარის შეძენა - ეს ის პროექტებია, რომელთა დაფინანსების გადაწყვეტილება ადგილობრივმა მოსახლეობამ მიიღო.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილებით აღდგენილი პროგრამა, საშუალებას იძლევა, ადგილობრივმა მოსახლეობამ თავად შეარჩიოს სოფლისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები და გააკონტროლოს დახარჯული თანხების მიზნობრიობა.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ნაწილია, 2019 წლიდან აღდგა და მისი მოცულობა 40 მლნ ლარია.

აღნიშნული პროგრამით, მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

28მარტი დღე თვე წელი
2024 27.03 01.03 01.01
  27.03 27.03
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 491.71 418.2 1 577.3
შემოსულობები : 25.71 605.85 375.7
მ.შ გადასახადები :17.9
1 342.84 516.8
გადასახდელები : 71.11 578.5
5 506.8
ნაშთი ბოლოს : 1 446.2 1 446.21 446.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<მარტი>
ორსაოთხუპაშაკვ
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა