ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლერი ბარნაბიშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდა



„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლერი ბარნაბიშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტში, აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე სოფელ ერისიმედის მოსახლეობას შეხვდა და ადგილზე არსებულ პრობლემებს გაეცნო.

დასახლებაში გამართულ სოფლის კრებას კახეთის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გოგილაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის თქმით, ერისიმედი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, საზღვრისპირა სოფელია და ამიტომ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, აქ არსებული პრობლემები მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში მოგვარდება. მან მოსახლეობას გააცნო სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დეტალები და აღნიშნა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით აღდგენილი პროგრამა, საშუალებას იძლევა, ადგილობრივმა მოსახლეობამ თავად შეარჩიოს სოფლისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები და გააკონტროლოს დახარჯული თანხების მიზნობრიობა.

როგორც ადგილობრივებმა განაცხადეს, სოფლისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებაა და ამიტომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული თანხა სწორედ სასმელი წყლის ქსელების მოწყობაზე დაიხარჯება.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სოფლის კრებები გაიმართა მაჩხაანის თემის სოფლებში: ხირსაში, ხორნაბუჯსა და ყარაღაჯში. ადგილობრივების ერთობლივი გადაწყვეტილებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული თანხით, წელს აღნიშნულ სოფლებში შემოიღობება სასაფლაოს ტერიტორია, ასევე მოგვარდება გარე განათების პრობლემები. სოფელ ხირსაში მოხდება წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია.

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გათვალისწინებული შეხვედრები ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით აქტიურად მიმდინარეობს.

როგორც მან აღნიშნა, კახეთის რეგიონში მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები უკვე გაიმართა, დაახლოებით, 200 სოფელში, დარჩენილია 80 დასახლება, სადაც 1-ელ მარტამდე გაიმართება სოფლის კრებები და მოსახლეობა თავად შეარჩევს პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელ პროექტებს.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“, რომელიც რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ნაწილია, 2019 წლიდან აღდგა და მისი მოცულობა 40 მლნ ლარია.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

19აპრილი დღე თვე წელი
2024 18.04 01.04 01.01
  18.04 18.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 167.02 140.1 1 577.3
შემოსულობები : 115.31 421.77 738.2
მ.შ გადასახადები :34.6
1 227.86 440.1
გადასახდელები : 37.11 316.6
7 070.3
ნაშთი ბოლოს : 2 245.2 2 245.22 245.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა