2019 წლის 12 თებერვალს, გაიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 1 თვიანი ვადიანობის, უზრუნველყოფილი დეპოზიტის აუქციონი.
აუქციონზე გამოტანილი დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 200 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 6.7864 პროცენტით.
აღნიშნული სახსრები კომერციულ ბანკებში განთავსდება 13 თებერვალს.
ამასთან, მიმდინარე კვირაში კომერციული ბანკები სახაზინო სამსახურს დაუბრუნებენ 150 მილიონი ლარის დეპოზიტს.