ივანე მაჭავარიანი: “Fitch”-ის საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესება ევროკავშირის ეკონომიკურ ზონაში ინტეგრაციის გასაღებია



„უმნიშვნელოვანესი მოვლენა მოხდა - “Fitch”-მა გაგვიუმჯობესა საკრედიტო რეიტინგი. სულ ორი ნაბიჯი გვაშორებს საინვესტიციო რეიტინგს და ეს თავისთავად უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, როდესაც, ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკურ მდგრადობას აფასებენ”, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო “Fitch”-ის მიერ საქართველოსთვის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესების შესახებ გადაწყვეტილების შეფასებისას.

როგორც მან აღნიშნა, რეიტინგში წინსვლა პოზიტიურად აისახება ქვეყნის ბიზნესგარემოზე.

„ეს არის გასაღები ევროკავშირის ეკონომიკურ ზონაში ინტეგრაციისა. რეიტინგში წინსვლა პოზიტიურად აისახება ქვეყნის ბიზნესგარემოზე და კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების და ინვესტორების ნდობას, პოზიტიურად აისახება ქვეყნის ბიზნესგარემოზე და პირდაპირ გავლენას იქონიებს ჩვენი ქვეყნის მთავარ გამოწვევაზე - სიღარიბის დაძლევაზე”, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია “Fitch”-ის ანგარიშში ხაზგასმულია ის წარმატება, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების სიმარტივის“ რეიტინგში.

„ეს არის იმ თანმიმდევრული ნაბიჯების შედეგი, რაც ჩვენ ბიზნესისთვის მეგობრული ბიზნესგარემოს შექმნის მიმართულებით გადავდგით: ახალი საგადასახადო რეჟიმი მცირე ბიზნესისთვის, საგადასახადო სანქციების ლიბერალიზაციის კუთხით განხორციელებული ცვლილებები, დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნების სისტემის გამარტივება, მოგების გადასახადის რეფორმა, საგადასახადო და საბაჟო პროცედურების გამარტივება - ყველა ამ მიმართულებით, ჩვენ გასულ წლებში საკმაოდ სერიოზული ინიციატივები განვახორციელეთ და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

მისი განცხადებით, მინიმალური საგადასახადო განაკვეთით საქართველო მსოფლიოში პირველ სამეულშია, რაც აძლიერებს ქვეყნის მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტებისა და ინვესტორების დაინტერესებას.

შეგახსენებთ, რომ 23 თებერვალს, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო “Fitch Ratings”-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი ნიშნულით, „BB-“-დან „BB“-მდე გააუმჯობესა და პერსპექტივა სტაბილურად შეაფასა.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

25აპრილი დღე თვე წელი
2024 24.04 01.04 01.01
  24.04 24.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 052.32 140.1 1 577.3
შემოსულობები : 51.8
1 714.98 031.3
მ.შ გადასახადები :45.9
1 504.66 716.9
გადასახდელები : 50.51 801.3
7 555.1
ნაშთი ბოლოს : 2 053.6 2 053.62 053.6

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა