ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას



2019 წლის 9-17 აპრილს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებში (WB/IMF Spring Meetings).

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან. კერძოდ, გაიმართება შეხვედრები მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან.

გარდა ამისა, ივანე მაჭავარიანი შეხვდება ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილეს, აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტს, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის, ევროპის საინვესტიციო ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის  ვიცე-პრეზიდენტებს.

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი დაესწრება მსოფლიო ბანკის ხაზინის, ფინანსების, კონკურენტუნარიანობისა და ინოვაციების სფეროში „გლობალური პრაქტიკის“ მიერ ორგანიზებულ მრგვალ მაგიდას თემაზე: კაპიტალის ბაზრის განვითარება და ფინანსური ტექნოლოგიები: „შესაძლებლობები და პრობლემები.“ ასევე, მონაწილეობას მიიღებს შეხვედრაში, რომელიც ეძღვნება მსოფლიო ბანკის გლობალურ ინიციატივას „ადამიანური კაპიტალის განვითარების შესახებ“.

შეხვედრების ფარგლებში საუბარი გაიმართება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და დონორების ფინანსური მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროექტებსა და პროგრამებზე, სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე, ასევე, საქართველოში ეკონომიკური ზრდისა და უცხოური ინვესტიციების გაზრდის შესაძლებლობებზე, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების თაობაზე, ამ მიმართულებით საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის რეკომენდაციებზე.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

19აპრილი დღე თვე წელი
2024 18.04 01.04 01.01
  18.04 18.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 167.02 140.1 1 577.3
შემოსულობები : 115.31 421.77 738.2
მ.შ გადასახადები :34.6
1 227.86 440.1
გადასახდელები : 37.11 316.6
7 070.3
ნაშთი ბოლოს : 2 245.2 2 245.22 245.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა