ივანე მაჭავარიანი: მსოფლიო ბანკი მიესალმება მთავრობის მიერ ინიცირებულ განათლების რეფორმას



საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც მონაწილეობს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებში.

ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი შეხვდა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, სირილ მიულერს.

მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსთან თანამშრომლობის ჩარჩო დოკუმენტით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებები. შეხვედრაზე პოზიტიურად შეფასდა რეფორმების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და გამოითქვა იმედი, რომ თანამშრომლობა მსოფლიო ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება.

„მსოფლიო ბანკი მიესალმება მთავრობის მიერ ინიცირებულ განათლების რეფორმას. ბანკის წარმომადგენელთა მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა, აქტიურად ჩაერთონ აღნიშნული რეფორმის განხორციელების პროცესში, როგორც ფინანსური მხარდაჭერის გზით, ასევე, ექსპერტების მონაწილეობით. გარდა ამისა, მსოფლიო ბანკი გააგრძელებს საქართველოსთან თანამშრომლობას ინფრასტრუქტურის, განსაკუთრებით, ენერგეტიკის სექტორში. ის გამოყოფილი ფინანსური სახსრები, რომელიც მსოფლიო ბანკის მხრიდან უნდა დაიხარჯოს შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში, საკმაოდ შთამბეჭდავია. რაც შეეხება განათლების რეფორმას, ეს არის გრძელვადიანი რეფორმა და სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ პროცესში ისეთი პარტნიორის მხარდაჭერა, როგორიც არის მსოფლიო ბანკი“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

„ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დელეგაციასთან მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრის ფორმატში შეხვედრა. ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი დისკუსია მთავრობის პრიორიტეტებსა და იმ პროექტებზე, რომელიც საქართველოში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. კერძოდ, ჩვენ განვიხილეთ განათლების საკითხები, სადაც საქართველოს მთავრობა ცდილობს ვითარების გაუმჯობესებას და ამით ქვეყანას მისცეს წინსვლის საშუალება. ასევე, მიმოვიხილეთ ენერგეტიკული სექტორი და ქვეყნის ეკონომიკაში არსებული მდგომარეობა. მოხარული ვარ, რომ საქართველო აგრძელებს მტკიცე ზრდას, მიუხედავად რთული ეკონომიკური მდგომარეობისა მეზობელ ქვეყნებში“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, სირილ მიულერმა.

მსოფლიო ბანკი საქართველოში მიმდინარე რეფორმების აქტიური მხარდამჭერია. მსოფლიო ბანკთან 25-წლიანი თანამშრომლობის განმავლობაში, ჩვენს ქვეყანაში ბანკის 100-ზე მეტ პროექტში, დაახლოებით, 4.3 მლრდ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

19აპრილი დღე თვე წელი
2024 18.04 01.04 01.01
  18.04 18.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 167.02 140.1 1 577.3
შემოსულობები : 115.31 421.77 738.2
მ.შ გადასახადები :34.6
1 227.86 440.1
გადასახდელები : 37.11 316.6
7 070.3
ნაშთი ბოლოს : 2 245.2 2 245.22 245.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა