ივანე მაჭავარიანი მსოფლიო ბანკის აღამასრულებელ დირექტორს შეხვდა



საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც მონაწილეობს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებში.

მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთან, კოენ დევიდსთან გამართულ შეხვედრაზე პოზიტიურად შეფასდა რეფორმების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და გამოითქვა იმედი, რომ თანამშრომლობა მსოფლიო ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება.

„ფინანსთა მინისტრთან შეხვედრისას, განვიხილეთ საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. ჩვენ გამოვხატეთ დიდი კმაყოფილება იმის გამო, რომ საქართველოს აქვს ძალიან კარგი წინსვლა ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მიმართულებით. საქართველოს მეექვსე ადგილი უკავია მსოფლიო ბანკის „Doing Business-ის“ რეიტინგში, რაც ძალიან პოზიტიური შედეგია. ივანე მაჭავარიანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ადამიანური კაპიტალის განვითარების აუცილებლობაზე. საქართველო გახლავთ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შეუერთდა მსოფლიო ბანკის „ადამიანური კაპიტალის ინიციატივას.“ ფინანსთა მინისტრმა ჩვენთან საუბრისას, აქცენტი გააკეთა დაწყებითი, საშუალო განათლებისა და პროფესიული გადამზადების მასშტაბურ რეფორმაზე და ვფიქრობ, მსოფლიო ბანკი მტკიცედ დაუჭერს მხარს ამ ამბიციურ ინიციატივას“, - აღნიშნა ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, კოენ დევიდსმა.

მსოფლიო ბანკი საქართველოში მიმდინარე რეფორმების აქტიური მხარდამჭერია. მსოფლიო ბანკთან 25-წლიანი თანამშრომლობის განმავლობაში, ჩვენს ქვეყანაში ბანკის 100-ზე მეტ პროექტში, დაახლოებით, 4.3 მლრდ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

28მარტი დღე თვე წელი
2024 27.03 01.03 01.01
  27.03 27.03
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 491.71 418.2 1 577.3
შემოსულობები : 25.71 605.85 375.7
მ.შ გადასახადები :17.9
1 342.84 516.8
გადასახდელები : 71.11 578.5
5 506.8
ნაშთი ბოლოს : 1 446.2 1 446.21 446.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<მარტი>
ორსაოთხუპაშაკვ
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა