ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს შეხვდა



ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს, ჯიჰად აზურს შეხვდა.

შეხვედრას დაესწრნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე და სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი მერსედეს ვერა მარტინი.

მხარეებმა მიმოიხილეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის” (EFF) პროგრამის მიმდინარეობა, წელს და საშუალოვადიან პერიოდში დაგეგმილი მაკროეკონომიკური პარამეტრები.

როგორც აღინიშნა, სსფ-ის პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს და საქართველოს მიერ შესრულებულია პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმები. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან დადებითად შეფასდა მაკროეკონომიკური სტაბილურობის კუთხით მიღწეული პროგრესი.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილ რეფორმებზე, რომელთა მიზანია, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, განათლების სისტემის ძირეული ცვლილები და ადამიანური კაპიტალის განვითარება.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის, კრისტინ ლაგარდის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობას, რომელიც დაგეგმილია მიმდინარე წლის მაისში.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

28მარტი დღე თვე წელი
2024 27.03 01.03 01.01
  27.03 27.03
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 491.71 418.2 1 577.3
შემოსულობები : 25.71 605.85 375.7
მ.შ გადასახადები :17.9
1 342.84 516.8
გადასახდელები : 71.11 578.5
5 506.8
ნაშთი ბოლოს : 1 446.2 1 446.21 446.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<მარტი>
ორსაოთხუპაშაკვ
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა