ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს შეხვდა



საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, ტაო ჟანგს  (Mr. Tao Zhang) შეხვდა. 

მხარეებმა იმსჯელეს საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის მიმდინარე და მომავალი თანამშრომლობის საკითხებზე. განიხილეს სსფ-ის პროგრამის მიმდინარეობა საქართველოში, რომელიც სრულად უჭერს მხარს მთავრობის რეფორმების გეგმას. იმსჯელეს  ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის საკითხებზე წელს და საშუალოვადიან პერიოდში, მიმოიხილეს  სტრუქტურული რეფორმების დინამიკა.  

„ძალიან კარგი დისკუსია გავმართეთ ქართულ დელეგაციასთან, რომელსაც ფინანსთა მინისტრი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ხელმძღვანელობდნენ. მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი, აღწევს დიდ პროგრესს ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისა და სტრუქტურული რეფორმების განხორციელების მიმართულებით. საერთაშორისო სავალუტო ფონდი როგორც ყოველთვის, გააგრძელებს მხარდაჭერას. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა, სავალუტო ფონდის პროგრამის ჩათვლით, ძალიან კარგად მიმდინარეობს“, - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილემ. 

შეხვედრას ქართული მხრიდან დაესწრნენ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და ნიკოლოზ გაგუა, საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

19აპრილი დღე თვე წელი
2024 18.04 01.04 01.01
  18.04 18.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 167.02 140.1 1 577.3
შემოსულობები : 115.31 421.77 738.2
მ.შ გადასახადები :34.6
1 227.86 440.1
გადასახდელები : 37.11 316.6
7 070.3
ნაშთი ბოლოს : 2 245.2 2 245.22 245.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა