2019 წლის 23 აპრილს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N18 აუქციონზე გაიყიდა 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5 წლის ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 71 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 7.100, მაქსიმალური 7.150%, ხოლო საშუალო შეწონილი 7.133%.