2019 წლის 23 აპრილს, გაიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 1 თვიანი ვადიანობის, უზრუნველყოფილი დეპოზიტის აუქციონი.
აუქციონზე გამოტანილი დეპოზიტის თანხის საერთო მოცულობამ შეადგინა 200 მილიონი ლარი, ხოლო საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 6.5367 პროცენტით.
აღნიშნული სახსრები კომერციულ ბანკებში განთავსდება 24 აპრილს.
მიმდინარე კვირაში კომერციულმა ბანკებმა სახაზინო სამსახურს დაუბრუნეს 50 მილიონი ლარის დეპოზიტი, ასევე მიმდინარე კვირაში დაუბრუნებენ 200 მილიონი ლარის დეპოზიტს.