ივანე მაჭავარიანი: გადასახადების სიმცირის კუთხით საქართველო მესამე ადგილზეა მსოფლიოში



საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე, ხაზი გაესვა საქართველოში არსებულ საგადასახადო სისტემის პროდუქტიულობის მაღალ დონეს.

„მინდა განვმარტო რა არის საგადასახადო სისტემის პროდუქტიულობა - ეს არის საგადასახადო სისტემის უნარი, მობილიზება გაუკეთოს, რაც შეიძლება მეტ საგადასახადო შემოსავლებს ბიუჯეტში, საგადასახადო განაკვეთების ზრდის გარეშე. თუ გადავხედავთ მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების სიმარტივის“ რეიტინგს, იქ არის ერთ-ერთი ინდიკატორი “მთლიანი საგადასახადო განაკვეთი“, რომელსაც შეგვიძლია ვუწოდოთ საგადასახადო წნეხი. ამ რეიტინგში ვართ მესამე ადგილზე. ამ ნიშნულზე საქართველო აქამდე არასდროს არ ყოფილა. გვისწრებს მხოლოდ ვანუატუ და ბრუნეი. ერთი არის მცირე სახელმწიფო, ხოლო მეორე, ასევე პატარა, ნავთობზე დამოკიდებული ქვეყანა. ანუ, პრაქტიკულად, ჩვეულებრივი ეკონომიკის ქვეყნებს შორის, ვართ მსოფლიოში პირველ ადგილზე მცირე გადასახადებით. თუმცა, გადასახადების მობილიზაციის მაღალი დონე, მიუთითებს ჩვენს ძალიან მაღალ პროდუქტიულობაზე. შეიძლება ითქვას, ჩვენ ვართ ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში“ - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მისი თქმით, ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სარეიტინგო სააგენტოების შეფასებებში საქართველო წარმოდგენილია, როგორც მსოფლიოში გამორჩეული ქვეყანა ფისკალური მმართველობის ეფექტიანობის კუთხით.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

19აპრილი დღე თვე წელი
2024 18.04 01.04 01.01
  18.04 18.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 167.02 140.1 1 577.3
შემოსულობები : 115.31 421.77 738.2
მ.შ გადასახადები :34.6
1 227.86 440.1
გადასახდელები : 37.11 316.6
7 070.3
ნაშთი ბოლოს : 2 245.2 2 245.22 245.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა