ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი მსოფლიო ბანკის ახალ რეგიონულ დირექტორს შეხვდა



„ძალიან შთამბეჭდავია იმ რეფორმების პროგრამა, რომელსაც საქართველო ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ახორციელებს,“ - ამის შესახებ მსოფლიო ბანკის ახალმა რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინესმა (Sebastian Molineus) ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან შეხვედრაზე განაცხადა.

ივანე მაჭავარიანმა სტუმარს ახალ პოზიციაზე მუშაობის დაწყება მიულოცა და მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკს ეფექტიანი და პროდუქტიული თანამშრომლობისთვის.

ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურის მიმართულებით მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარე პროექტებზე, ასევე, განიხილეს ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და განათლების კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმები.

აღინიშნა, რომ რამდენიმე დღის წინ 90 მილიონი ევროს ოდენობის ხელმოწერილი ხელშეკრულება „ინოვაციების, ინკლუზიური განათლებისა და ხარისხის“ პროექტის განსახორციელებლად ხელს შეუწყობს რეფორმის წარმატებით განხორციელებას. აღნიშნული პროექტი სრულ შესაბამისობაში მოდის მსოფლიო ბანკის საქართველოსთან თანამშრომლობის 2019-2022 წლების სტრატეგიასთან და დაეხმარება საქართველოს მთავრობას 2018– 2023 წლების განათლების რეფორმის განხორციელებაში.

შეხვედრაზე პოზიტიურად შეფასდა რეფორმების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და გამოითქვა იმედი, რომ თანამშრომლობა მსოფლიო ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება.

მსოფლიო ბანკი საქართველოში მიმდინარე რეფორმების აქტიური მხარდამჭერია. 25-წლიანი თანამშრომლობის განმავლობაში,მსოფლიო ბანკის ჯგუფმა ქვეყანაში, დაახლოებით, 4.3 მლრდ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განახორციელა.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

28მარტი დღე თვე წელი
2024 27.03 01.03 01.01
  27.03 27.03
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 491.71 418.2 1 577.3
შემოსულობები : 25.71 605.85 375.7
მ.შ გადასახადები :17.9
1 342.84 516.8
გადასახდელები : 71.11 578.5
5 506.8
ნაშთი ბოლოს : 1 446.2 1 446.21 446.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<მარტი>
ორსაოთხუპაშაკვ
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
1234567

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა