ფინანსთა სამინისტრო კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგის მაღალი ხარისხით უზრუნველყოფისთვის დაჯილდოვდა



2019 წლის 10 ივლისს, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი საქართველოში საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხის 2014-2019 წლების შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო.

ღონისძიებაზე ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონი „საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (ე.წ. ესტონური მოდელი) დასახელდა იმ კანონპროექტებს შორის, რომელთა მომზადების პროცესში ყველაზე მაღალი ხარისხით იყო უზრუნველყოფილი კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგი.

საგრანტო პროექტი „საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ხარისხის კონტროლი საქართველოში, რომელიც ხორციელდება IDFI-ის მიერ USAID-ის „მმართველობა განვითარებისთვის საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით, მიზნად ისახავს შეაფასოს ჩართულობის ხარისხი მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზეგავლენის მქონე კანონპროექტების მომზადების პროცესში.

სპეციალური სერტიფიკატი ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის” (G4G) ხელმძღვანელმა, ნატალია ბერუაშვილმა გადასცა.

მოგების გადასახადის რეფორმის მომზადების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, პარტნიორი დონორი ორგანიზაციები, განსაკუთრებით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის” (G4G) ექსპერტები, პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფ PMCG-ის ანალიტიკოსები, ასევე, ესტონელი კოლეგები.

საგადასახადო რეფორმაზე მუშაობის პერიოდში ფინანსთა სამინისტრომ რამდენიმე ათეული შეხვედრა გაიმართა სხვადასხვა ბიზნესასოციაციასა და ორგანიზაციასთან.
აღსანიშნავია, რომ მოგების გადასახადის რეფორმის შესახებ მომზადებულ კანონპროექტს 2016 წელს უკვე მიღებული აქვს ანალოგიური ჯილდო.

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეკონომიკური განვითარებისთვის და ხელს უწყობს მეტად ინკლუზიური გადაწყვეტილების მიღების პროცესს მმართველობის ყველა ეტაპზე.

საგრანტო პროექტის ფარგლებში, 2014 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის მაისამდე პერიოდში შეფასებისთვის შერჩეულ იქნა პარლამენტში ინიცირებული 37 კანონპროექტი.

ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, სერტიფიკატები გადაეცათ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

23ივლისი დღე თვე წელი
2019 22.07 01.07 01.01
  22.07 22.07
ნაშთი დასაწყისი : 383.4488.5 661.2
შემოსულობები : 41.5755.5 6 518.5
მ.შ გადასახადები :38.9799.85 303.7
გადასახდელები : 71.6 890.76 826.5
ნაშთი ბოლოს : 353.3 353.3353.3

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<ივლისი>
ორსაოთხუპაშაკვ
24252627282930
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930311234

მოქალაქის გზამკვლევი
2019 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

ეკონომიკური ანალიზი

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა