2019 წლის 13 აგვისტოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მორიგი აუქციონი გაიმართება.
2019 წლის 13 აგვისტოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 6 თვის ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებებს და 60 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2 წლის ვადის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციებს განათავსებს.