2019 წლის 27 აგვისტოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N35 აუქციონზე გაიყიდა 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5 წლის ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 4-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 81 500 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 6.950%, მაქსიმალური 7.250%, ხოლო საშუალო შეწონილი 7.032%.