ივანე მაჭავარიანი: ფინანსთა სამინისტრო თბილისის ურბანული რკინიგზის პროექტის განსახორციელებლად დონორებთან მოლაპარაკებებს იწყებს



"ფინანსთა სამინისტრო თბილისის ურბანული რკინიგზის პროექტის განსახორციელებლად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან და ევროპის საინვესტიციო ბანკთან მოლაპარაკებებს დაიწყებს" - ამის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა და აღნიშნა, რომ შესაბამისი განკარგულების პროექტი დღეს მთავრობის წევრებმა განიხილეს.

მისი განცხადებით, პროექტი თბილისის მერიის ინიციატივაა და საკმაოდ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ კვანძს წარმოადგენს.

„ეს საკმაოდ მსხვილი პროექტია. საუბარია სამგორი-ლილოს მიმართულებით საქალაქო ურბანული რკინიგზის განვითარებაზე, იქნება, დაახლოებით, შვიდი სადგური. რაც მთავარია, ამ პროექტის ფარგლებში, იგეგმება რუსთავთან დაკავშირება ურბანულ-სარკინიგზო მიმოსვლით“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. მისი თქმით, პროექტის სავარაუდო ღირებულება 174 მლნ აშშ დოლარიდან 218 მლნ აშშ დოლარამდეა.

„ვიცით, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს ამ პროექტთან დაკავშირებით აქვთ ინტერესი. მერიამ ამ ეტაპზე გვთხოვა, ფინანსთა სამინისტრო ჩართულიყო უშუალოდ პროექტის დეტალებში, მიზანშეწონილობის შესწავლაში. საუბარია სესხზე, თუმცა ეს ის სფეროა, სადაც გრანტების მოზიდვაც შესაძლებელია“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

 28აპრილი დღე თვე წელი
2025 25.04 01.04 01.01
  25.04 25.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 1 484.21 643.5 1 386.2
შემოსულობები : 97.8
1 794.78 446.0
მ.შ გადასახადები :91.8
1 462.46 890.9
გადასახდელები : 70.81 927.0
8 321.0
ნაშთი ბოლოს : 1 511.2 1 511.21 511.2

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234
567891011

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2025 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა