შეხვედრა წინწყაროს, ქოსალარისა და ხაიშის მოსახლეობასთან



ფინანსთა სამინისტრო აქტიურადაა ჩართული მოსახლეობასთან ღია დიალოგის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრებში. ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან, შოთა რეხვიაშვილთან ერთად სოფელ წინწყაროს, ქოსალარისა და ხაიშის მოსახლეობას შეხვდა.



ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელმა პირებმა, სოფლების მცხოვრებლებს სახელმწიფო პროგრამების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს და ადგილზე არსებული პრობლემების გადაწყვეტის გზებზე ერთობლივად იმსჯელეს.



აღნიშნულ სოფლებში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად წყალმომარაგებით უზრუნველყოფა რჩება, რომლის მოგვარებაც 2020 წლის განმავლობაში იგეგმება.



შეხვედრებში, ასევე, მონაწილეობა მიიღეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა, პარლამენტში თეთრიწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოდერძი ჩანქსელიანმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.



2019 წელს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში განხორციელდება 8 000 000 - მდე ღირებულების 128 ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის ფარგლებში მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ამბულატორიების მშენებლობა, სკოლების და საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის პროექტები და სტიქიის პრევენციის მიზნით დაგეგმილი სხვა მნიშვნელოვანი სამუშაოები.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

25აპრილი დღე თვე წელი
2024 24.04 01.04 01.01
  24.04 24.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 052.32 140.1 1 577.3
შემოსულობები : 51.8
1 714.98 031.3
მ.შ გადასახადები :45.9
1 504.66 716.9
გადასახდელები : 50.51 801.3
7 555.1
ნაშთი ბოლოს : 2 053.6 2 053.62 053.6

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა