ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში მონაწილეობს



საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიურ შეხვედრებში მონაწილეობს.

ვიზიტისას, დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან.

კერძოდ, გაიმართება შეხვედრები საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან და აღმასრულებელ დირექტორთან, ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილესთან, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან. გარდა ამისა, ივანე მაჭავარიანი შეხვდება საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტებს.

შეხვედრების ფარგლებში, განიხილება საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებისა და დონორების ფინანსური მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროექტები და პროგრამები, სამომავლო თანამშრომლობის საკითხები. მხარეები ასევე იმსჯელებენ საქართველოში ეკონომიკური ზრდისა და უცხოური ინვესტიციების გაზრდის შესაძლებლობებზე, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების თაობაზე და ამ მიმართულებით საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის რეკომენდაციებზე.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

18აპრილი დღე თვე წელი
2024 17.04 01.04 01.01
  17.04 17.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 224.22 140.1 1 577.3
შემოსულობები : 61.21 306.57 622.9
მ.შ გადასახადები :57.2
1 193.16 405.5
გადასახდელები : 118.41 279.5
7 033.2
ნაშთი ბოლოს : 2 167.0 2 167.02 167.0

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა