2019 წლის 12 ნოემბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N 46 აუქციონზე გაიყიდა 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 6 თვიანი ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 6-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 135 630 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.710%, მაქსიმალური 9.070%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.971%.