2019 წლის 12 ნოემბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N47 აუქციონზე გაიყიდა 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2 წლის ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 4-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 124 605 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 9.000%, მაქსიმალური 9.500%, ხოლო საშუალო შეწონილი 9.281%.