2019 წლის 26 ნოემბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N48 აუქციონზე გაიყიდა 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5 წლის ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 4-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 153 500 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 9.370%, მაქსიმალური 9.790%, ხოლო საშუალო შეწონილი 9.461%.