2020 წლის 7 აპრილს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N15 აუქციონზე გაიყიდა 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2 წლის ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 4-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 108 000 000 ლარი.
დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 9.240%, მაქსიმალური 10.550%, ხოლო საშუალო შეწონილი 10.170%.