2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებები მომზადებულია COVID-19-ის გლობალური პანდემიით გამოწვეული საჭიროებებისა და გამოწვევების საპასუხოდ



მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით გამართულ ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

დოკუმენტი საბჭოს წევრებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარუდგინა.

მისი განცხადებით, ანტიკრიზისული ბიუჯეტი მომზადებულია COVID-19-ის გლობალური პანდემიით გამოწვეული საჭიროებებისა და გამოწვევების საპასუხოდ და მასში ასახულია, როგორც განახლებული მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები, ასევე, ის ხარჯები, რომელიც აუცილებელია ანტიკრიზისული გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების შემდგომი დაფინანსებისთვის.

პრეზენტაციის დასაწყისში, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მოკლედ მიმოიხილა 2019 წლის პოზიტიური შედეგები, რომელიც საფუძველზეც ქვეყანამ 2020 წელს პანდემიის პირობებში საერთაშორისო დონორებისგან მოკლე ვადაში შეძლო ფინანსური რესურსების მოზიდვა.

როგორც აღინიშნა, 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტით გათვალისწინებული ყველა საბაზისო მაკროეკონომიკური პარამეტრი შეთანხმებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და ახალი გამოწვევების მიუხედავად, სრულად უზრუნველყოფს ქვეყნის მაკროეკონომიკურ და ფისკალურ მდგრადობას.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ანტიკრიზისულ ბიუჯეტზე მუშაობის პერიოდში საერთაშორისო სავალუტო ფონდთან იხილებოდა მოვლენების განვითარების როგორც პოზიტიური, ისე ოპტიმისტური სცენარი.
მისი თქმით, არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, 2020 წელს მოსალოდნელია ეკონომიკის 4%-იანი შემცირება, ბიუჯეტის შემოსავლების დანაკლისი 1,8 მლრდ ლარამდე, ამ დანაკლისში, ძირითადი წილი მოდის საგადასახადო შემოსავლებზე, რომელიც მცირდება 1,5 მილიარდი ლარის ოდენობით, მიმდინარე და კაპიტალური ხარჯების შემცირება 600.0 მლნ ლარამდე. ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად საჭირო რესურსი - 3,4 მლრდ ლარამდე. ყოველივე აღნიშნულის შედეგად მიმდინარე წელს ნაერთი ბიუჯეტი დეფიციტის საპროგნოზო მაჩვენებელი მშპ-ის 8.5 პროცენტით განისაზღვრება. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მომავალ წლებში, პოსტკრიზისული გეგმის ფარგლებში, აუცილებელი იქნება დეფიციტის დაბრუნება იმ ნიშნულამდე, რომელიც უზრუნველყოფს ფისკალურ სტაბილურობას.


არსებული პროგნოზების მიხედვით, ეკონომიკური ზრდის აღდგენა 2021 წლიდან დაიწყება და მშპ-ს რეალური ზრდა 4 პროცენტს, ხოლო 2022 წლისთვის 6,0 პროცენტს მიაღწევს.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან მოხდა მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების მობილიზება იმისთვის, რომ ერთი მხრივ, დაბალანსებულიყო საბიუჯეტო დეფიციტი, ხოლო მეორე მხრივ, უფრო ნეგატიური სცენარის განვითარების შემთხვევაში, ბიუჯეტი მზად ყოფილიყო ყველა საჭირო ხარჯის დასაფინანსებლად. აღნიშნული თანხიდან ნაწილი, კერძოდ 856 მლნ. აშშ დოლარი დონორი ორგანიზაციის მხრიდან უკვე ხელმოწერილი ან/და ჩამორიცხულია. გამოყოფილი რესურსების დარჩენილ ნაწილზე მიმდინარეობს მოლაპარაკების და ხელმოწერისთვის საჭირო პროცედურები.

ბიუჯეტის შემცირების ნაწილზე საუბრისას, აღინიშნა, რომ პანდემიის გავრცელებისთანავე, ბიუჯეტში მნიშვნელოვნად შეიზღუდა ხარჯვითი ნაწილი როგორც ცენტრალურ დონეზე ასევე მუნიციპალიტეტებში. ადმინისტრაციულ ხარჯებთან ერთად, შემცირდა ყველა ის პროგრამა, რომელთა არ განხორციელება არ დააზიანებს შესაბამის სექტორს. პანდემიიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით იზღუდება კულტურული, სპორტული და ტურიზმის მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები, კაპიტალური პროექტების ნაწილში შემცირება ძირითადად ეხება ტურისტულ ინფრასტრუქტურას, ასევე იმ პროექტებს, სადაც იმპორტის წილი განსაკუთრებით მაღალია.

მცირდება პრაქტიკულად ყველა სამინისტროსა და უწყების დაფინანსება მიმდინარე, ადმინისტრაციული და კაპიტალური ხარჯების ნაწილში. ამავე დროს, პანდემიის შედეგად გამოწვეული დამატებითი ხარჯების დასაფინანსებლად, თანხები ემატებათ ჯანდაცვის, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის სამინისტროებს.

2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებები უზრუნველყოფს დაფინანსდეს მთავრობის მიერ მოსახლეობის წინაშე აღებული სოციალური ვალდებულებები და ეკონომიკის მხარდამჭერი ანტიკრიზისული ღონისძიებები, ქვეყნის ეკონომიკამ შეინარჩუნოს მდგრადობა, მომავალი წლიდან ქვეყანა სწრაფად დაუბრუნდეს ეკონომიკის სწრაფი ზრდის ტემპს, საქართველომ გლობალური პანდემიის დასრულების შემდეგ შეძლოს მსოფლიო ეკონომიკურ რუკაზე წარმატებული პოზიციონირება.

იხილეთ 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის პრეზენტაცია


სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

23აპრილი დღე თვე წელი
2024 22.04 01.04 01.01
  22.04 22.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 189.42 140.1 1 577.3
შემოსულობები : 113.0
1 602.67 919.1
მ.შ გადასახადები :100.7
1 393.76 606.0
გადასახდელები : 193.11 633.3
7 387.1
ნაშთი ბოლოს : 2 109.4 2 109.42 109.4

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა