2020 წლის 7 ივლისს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N27 აუქციონზე გაიყიდა 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 6 თვიანი ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 5-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 53 600 000 ლარი.
დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.290%, მაქსიმალური 8.330%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.310%.