2020 წლის 14 ივლისს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N29 აუქციონზე გაიყიდა 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 12 თვიანი ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 7-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 94 000 000 ლარი.
დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.100%, მაქსიმალური 8.350%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.295%.