2020 წლის 8 სექტემბერს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N38 აუქციონზე გაიყიდა 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 12 თვიანი ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 7-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 121 000 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.000%, მაქსიმალური 8.100%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.094%.