2021 წლის 18 იანვარს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N1 აუქციონზე გაიყიდა 25 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10 წლის ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 3-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 45 550 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.540%, მაქსიმალური 8.550%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.542%.