ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა



საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და მსოფლიო ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, კოენ დევიდსემ ვირტუალურ ფორმატში გამართული შეხვედრისას.

როგორც აღინიშნა, მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის მრავალწლიანი ურთიერთობა, ძალიან პროდუქტიული თანამშრომლობის დემონსტრირებაა.

ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, მადლობა გადაუხადა ბანკის მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. ამასთან, აღინიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა, ვაქცინის პროცესის ხელშეწყობისთვის დამატებითი ფინანსური რესურსების გამოყოფის თაობაზე.

ყურადღება გამახვილდა პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკის განვითარების პერსპექტივაზე, განსაკუთრებით, ხაზი გაესვა ადამიანური კაპიტალის მნიშვნელობას, რომელიც არის სწრაფი ეკონომიკური ზრდისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლების ერთ-ერთი გასაღები.

შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა და მსოფლიო ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა მიმოიხილეს ის მიმართულებები, რომელთა ხელშეწყობა მსოფლიო ბანკის მხრიდან გაგრძელდება პანდემიის დასრულების შემდეგ, ესენია: ტრანსპორტი და ლოგისტიკა, რეგიონების განვითარება, კერძო სექტორის ხელშეწყობა და კონკურენტუნარიანობის გაზრდა.

მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ ერთობლივი ძალისხმევით, ქვეყანა შეძლებს სწრაფად დაძლიოს არსებული გამოწვევები და გააგრძელოს დაწყებული რეფორმები.

სახელმწიფო ბიუჯეტის მონაცემები

18აპრილი დღე თვე წელი
2024 17.04 01.04 01.01
  17.04 17.04
   
   
ნაშთი დასაწყისი : 2 224.22 140.1 1 577.3
შემოსულობები : 61.21 306.57 622.9
მ.შ გადასახადები :57.2
1 193.16 405.5
გადასახდელები : 118.41 279.5
7 033.2
ნაშთი ბოლოს : 2 167.0 2 167.02 167.0

* რიცხვები მოცემულია: მლნ.

<აპრილი>
ორსაოთხუპაშაკვ
25262728293031
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

ეკონომიკური ანალიზი

დონორი ორგანიზაციები

მოქალაქის გზამკვლევი
2023 წლის ბიუჯეტი

საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში

პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეფორმა

სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლი

დავების განხილვის საბჭო

ელექტრონული აუქციონი

ანგარიშები და პრეზენტაციები

სწავლება და კარიერა