2021 წლის 20 აპრილს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების N14 აუქციონზე გაიყიდა 18 750 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10 წლის ვადიანობის მქონე ბენჩმარკ ობლიგაციები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო 2-მა კომერციულმა ბანკმა. მთლიანმა მოთხოვნამ შეადგინა 37 500 000 ლარი. დაფიქსირდა შემდეგი საპროცენტო განაკვეთები: მინიმალური 8.600%, მაქსიმალური 8.600%, ხოლო საშუალო შეწონილი 8.600%.