ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს შეხვდნენ

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს შეხვდნენ

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს, ჯიჰად აზურს შეხვდნენ.

მხარეებმა განიხილეს ქვეყნის, ისევე, როგორც რეგიონული და გლობალური ეკონომიკების განვითარების ტენდენციები, საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის თანამშრომლობის საკითხები.

ყურადღება დაეთმო ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის საკითხებს, სტრუქტურული რეფორმების მნიშვნელობას, ქვეყნის მიერ მაკროეკონომიკური მდგრადობის შენარჩუნების კუთხით მიღწეულ პროგრესს. ფინანსთა მინისტრმა სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს გააცნო 2027 წლის და საშუალოვადიანი პერიოდისთვის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები და პრიორიტეტები.

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე, ეკატერინე გალდავა, ნინო ჯელაძე, სებ-ის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამთა სოფრომაძე.

მსგავსი სიახლეები

მსგავსი სიახლეები

საქვეუწყებო დაწესებულებები და სამინისტროს სსიპ-ები