2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1 იანვრამდე პერიოდისთვის ფილტრიან და უფილტრო სიგარეტებზე აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნისათვის საცალო სარეალიზაციო ფასის დადგენის თაობაზე


საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

ბრძანება

N 277 

14/11/2016

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის 11 და 12 ნაწილებისა და ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 771 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. 2017 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1 იანვრამდე პერიოდისთვის აქციზის თანხის გამოანგარიშების მიზნისათვის, საგარეო-ეკონომიური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2402 20 კოდში მითითებულ ფილტრიან სიგარეტებზე, თამბაქოს შემცველობით, 20 ღერზე და უფილტრო სიგარეტებზე თამბაქოს შემცველობით, 20 ღერზე, დადგინდეს საცალო სარეალიზაციო ფასი თანდართული დანართის შესაბამისად.

2. ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია, დაინტერესებული მხარის მიერ მისთვის ბრძანების ოფიციალურად გაცნობიდან, ერთი თვის ვადაში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში (მისამართი: ქ. თბილისი, ინგოროყვას ქ. N7).

ნოდარ ხადური

მინისტრი

დანართი