სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №547
2012 წლის 31 დეკემბერი ქ. თბილისი

სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ


„საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის „ძ” ქვეპუნქტისა და მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
1. დამტკიცდეს „სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვისა და ხარჯვის წესი” (დანართი №1) და „სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების შესახებ ხარჯთაღრიცხვის ფორმა” (დანართი №2).
2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №639 ბრძანება.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან.

 

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური

დანართი №1



სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვისა და ხარჯვის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ეს წესი განსაზღვრავს სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვის და ხარჯვის მექანიზმს. ეს წესი, აგრეთვე, ვრცელდება სასაქონლო/ნატურალური ფორმით მიღებულ მონეტიზებულ გრანტებზე.
2. ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) უწყებები – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის (შემდგომში – სახაზინო სამსახური) მომსახურებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციები;
ბ) მიზნობრივი დაფინანსება – საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულების ფარგლებში კონკრეტული მიზნებისათვის მიღებული დაფინანსება;
გ) მონეტიზებული გრანტი – სამინისტროებისა და უწყებების მიერ სასაქონლო/ნატურალური ფორმით მიღებული გრანტის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა.
3. ეს წესი არ ვრცელდება სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებულ გრანტებზე, რომლებიც ასახულია „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში.

მუხლი 2. გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვა
1. ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვისა და საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტები/მიზნობრივი დაფინანსება აღირიცხება სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვის ჟურნალში (შემდგომში – აღრიცხვის ჟურნალი).
2. აღრიცხვის ჟურნალში შეიტანება შემდეგი მონაცემები:
ა) ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების მიმღები ან/და განმკარგავი სამინისტროს და/ან უწყების დასახელება;
ბ) ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების მიმღები ან/და განმკარგავი სამინისტროს ან/და უწყების მისამართი (ადგილმდებარეობა) და საკონტაქტო ტელეფონები;
გ) საგადასახადო ორგანოს მიერ მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი;
დ) ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების ხელშეკრულების თარიღი (ნომერი);
ე) ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის მოცულობა;
ვ) ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების გამცემის (დონორის) დასახელება.
3. აღრიცხვის ჟურნალში სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტი/მიზნობრივი დაფინანსება შეიძლება არ იქნეს შეტანილი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი დოკუმენტები არ შეესაბამება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.
4. სამინისტროებისა და უწყებებისათვის მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების დამტკიცება ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების შესახებ ხარჯთაღრიცხვის ელექტრონული ცნობით (შემდგომში – ცნობა), აღრიცხვის ჟურნალში ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული მონაცემების შეტანის შემდეგ.
5. ცნობით დასადასტურებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტროში უნდა წარადგინონ ინფორმაცია თანხების ჩამორიცხვის და კონვერტაციის შესახებ და ამ ბრძანების დანართი №2-ით გათვალისწინებული შევსებული ფორმა ერთ ეგზემპლარად. ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების ცნობით დაუდასტურებლობის შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო წერილობითი ფორმით ატყობინებს შესაბამის სამინისტროს ან უწყებას.
6. ცნობის დადასტურება ხორციელდება ელექტრონულად, ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსის ან/და საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მიერ. ცნობას ენიჭება ნომერი და თარიღი.
7. წლიური საბიუჯეტო კანონის დამტკიცების შემდგომ ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების სახით მიღებული სახსრების სახაზინო კოდზე ფაქტობრივად ჩარიცხული თანხის მოცულობის მიხედვით, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის” მე-40 მუხლისა და დადასტურებული ცნობ(ებ)ის საფუძველზე, ზუსტდება წლიური საბიუჯეტო კანონი.
8. სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტები/მიზნობრივი დაფინანსება ჩაირიცხება ხაზინის ერთიანი ანგარიშის 302007000 სახაზინო კოდზე – ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების სახით მიღებული სახსრები. ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების სახსრებით გაწეული ხარჯების დაბრუნება ხორციელდება ხაზინის ერთიანი ანაგარიშის სახაზინო კოდზე 302009941.
9. ყოველი წლის 1 იანვრისათვის არსებული ნაშთი რჩება ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების მიმღების/განმკარგავის განკარგულებაში და მისი ცნობით დადასტურების შემთხვევაში აისახება შესაბამის წლიურ საბიუჯეტო კანონში ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად.
10. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დამტკიცებული გრანტები/მიზნობრივი დაფინანსება, ამ მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით წლიური საბიუჯეტო კანონის დაზუსტების შემდგომ, აისახება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებულ კვარტალურ განწერაში.
11. სახაზინო სამსახური ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების მიმღები სამინისტროებისა და უწყებების მიერ გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების თანხებით გაწეულ საკასო ოპერაციებზე, სახაზინო სამსახურში არსებული ინფორმაციის და ამ მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, კვარტალური განწერის დაზუსტების შემდგომ უზრუნველყოფს შესაბამისი ოპერაციების განხორციელებას, თანხების ბიუჯეტის შემოსულობებში და გადასახდელებში ასახვის მიზნით.

მუხლი 3. ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების განკარგვა
1. სახაზინო სამსახურისათვის ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების ფარგლებში თანხების გაცემის საფუძველს წარმოადგენს საგრანტო/მიზნობრივი დაფინანსების ხელშეკრულების და აღრიცხვის მონაცემების შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ელექტრონულად დადასტურებული ცნობ(ებ)ის საფუძველზე, გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების განმკარგავისათვის ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში გაწერილი გეგმები.
2. ცნობაში ფულადი გრანტი/მიზნობრივი დაფინანსება გაიწერება საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლების მიხედვით, ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების მიმღები სამინისტროებისა და უწყებების მიერ, ხარჯთაღრიცხვის ფორმით წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად.
3. ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებიდან გამომდინარე, დონორისთვის ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების უკან დაბრუნების აუცილებლობის შემთხვევაში, მისმა განმკარგავმა უნდა წარმოადგინოს ხარჯთაღრიცხვის ფორმა, რომელშიც შესაბამისი მოცულობის თანხა გათვალისწინებული იქნება ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის „გრანტების“ მუხლში და მოთხოვნის ცნობით დადასტურების შემდგომ განახორციელოს თანხების გადარიცხვა დონორის მიერ მითითებულ ანგარიშზე.
4. წლის განმავლობაში საგრანტო/მიზნობრივი დაფინანსების ხელშეკრულების ცვლილების ან/და ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების მიმღების/განმკარგავის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენილი ახალი ხარჯთაღრიცხვის საფუძველზე, შესაძლებელია ცნობით დადასტურებული საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის ურთიერთგადანაწილება.
5. ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების ხარჯვა ხორციელდება საგრანტო/მიზნობრივი დაფინანსების ხელშეკრულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

დანართი №2

ხარჯთაღრიცხვის ფორმა

სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების შესახებ

  ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების მიმღები სამინისტროს ან უწყების ხელმძღვანელი

ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების მიმღები სამინისტროს ან უწყების ხელმძღვანელი

 

–––––––––––––––––––––––

ბ.ა

 

–––––––––––––20 წელი

ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების განმკარგავი სამინისტროს ან უწყების ხელმძღვანელი

 

–––––––––––––––––––––––

ბ.ა

–––––––––––––20 წელი

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების მიმღების და განმკარგავის დასახელება

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების გამცემი (დონორი) ორგანიზაცია

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ხელშეკრულების რეკვიზიტები: დასახელება, ნომერი, თარიღი

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების რეკვიზიტები

 

ვალუტის დასახელება

I

დასახელება

უცხოურ

ვალუტაში*

ეროვნულ ვალუტაში

1

ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების მთლიანი მოცულობა

 

 

2

მ.შ. მიღებული თანხა

 

 

3

მ.შ. სულ დამტკიცებული მოცულობა

 

 

4

მ.შ. უკანასკნელი ჩარიცხვა

 

 

 

 

II

დასახელება

ეროვნულ ვალუტაში

1

ნაშთი პერიოდის დასაწყისში

 

2

მიმდინარე წლის ჩამორიცხული მოცულობა

 

3

სულ ჯამი (1+2)

 

           

 

III

დასახელება

ცვლილება ლარებში **

(+/-)

წლიური თანხა

I კვ

II კვ

III კვ

IV კვ

 

1

ხარჯები

 

 

 

 

 

1.1

შრომის ანაზღაურება

 

 

 

 

 

1.2

საქონელი და მომსახურება

 

 

 

 

 

1.3

პროცენტი

 

 

 

 

 

1.4

სუბსიდიები

 

 

 

 

 

1.5

გრანტები

 

 

 

 

 

1.6

სოციალური უზრუნველყოფა

 

 

 

 

 

1.7

სხვა ხარჯები

 

 

 

 

 

2

არაფინანსური აქტივების ზრდა

 

 

 

 

 

3***

ფინანსური აქტივების ზრდა

 

 

 

 

 

3.1

საშინაო

 

 

 

 

 

3.1.1

სესხები

 

 

 

 

 

3.2

საგარეო

 

 

 

 

 

3.2.1.

სესხები

 

 

 

 

 

4***

ვალდებულებების კლება

 

 

 

 

 

4.1

საშინაო

 

 

 

 

 

4.1.1

სესხები

 

 

 

 

 

4.2

საგარეო

 

 

 

 

 

4.2.1

სესხები

 

 

 

 

 

5

სულ ჯამი (1+2+3+4)

 

 

 

 

 

 

 

 

* აღნიშნული მონაცემები წარმოდგენილი უნდა იქნეს ვალუტის ერთეულში;

** ფორმის III ნაწილში საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლების მიხედვით წარმოდგენილი უნდა იყოს ფულადი გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების ის მოცულობა, რომელიც ახალი (უკანასკნელი) ჩამორიცხვის შედეგად მტკიცდება/ემატება მთლიან დამტკიცებულ მოცულობას, საჭიროებს მუხლობრივ ცვლილებას, უკან უბრუნდება დონორს ან/და წარმოადგენს წინა პერიოდის ნაშთს და არა მიეთითება მიმდინარე წლის მთლიანი დამტკიცებული მოცულობა ნაზარდი ჯამით;

*** აღნიშნულ გრაფებში მითითებული მუხლები წარმოადგენს მაგალითს და ფორმის შევსებისას სამინისტროს/უწყების მიერ უნდა მიეთითოს ფინანსური აქტივების და ვალდებულებების და მათზე ოპერაციების კლასიფიკაციით გათვალისწინებული შესაბამისი მუხლ(ებ)ი.