2011 წელს ადმინისტრაციული ხარჯების კონტროლის შესახებ


საქართველოს მთავრობის
დადგენილება
N 423 2010 წლის 30 დეკემბერი ქ. თბილისი

2011 წელს ადმინისტრაციული ხარჯების კონტროლის შესახებ


საქართველოს მთავრობის პოლიტიკის შესაბამისად 2011 წლის განმავლობაში ადმინისტრაციული ხარჯების შეზღუდვის მიზნით, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა” ქვეპუნქტისა და „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად:
მუხლი 1. „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების მიზნით საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარმოდგენილ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტში უნდა მიეთითოს:
ა) შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა იმ შემთხვევაში, თუ გამონაკლისი ეხება „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველ პუნქტს;
ბ) შტატგარეშე მომუშავეთა საშუალო შრომის ანაზღაურების მოცულობა იმ შემთხვევაში, თუ გამონაკლისი ეხება „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტს;
გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგოს ოდენობა იმ შემთხვევაში, თუ გამონაკლისი ეხება „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტს;
დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის დასაქმებულთა საშუალო თანამდებობრივი სარგოს ოდენობა იმ შემთხვევაში, თუ გამონაკლისი ეხება „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტს;
ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირის წლიური საპრემიო ფონდის მოცულობა იმ შემთხვევაში, თუ გამონაკლისი ეხება „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-5 პუნქტს.
მუხლი 2. ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებულ, საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარმოდგენილ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტს თან უნდა დაერთოს ინფორმაცია №1 დანართის შესაბამისად.
მუხლი 3. საბიუჯეტო ორგანიზაციების სტრუქტურის ან/და ფუნქციების ცვლილებებთან, აგრეთვე ახალი საბიუჯეტო ორგანიზაციის შექმნასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტის მომზადების დროს საბიუჯეტო ორგანიზაციებმა საქართველოს მთავრობას უნდა წარუდგინონ ინფორმაცია ამ დადგენილების №2 დანართის შესაბამისად იმ შემთხვევაში, თუ ამ სამართლებრივი აქტის მიღება გამოიწვევს დამატებით საბიუჯეტო ხარჯებს. (15.02.2011 N 75)
მუხლი 4. „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებას არ საჭიროებს 2011 წლის 1 იანვრამდე მოქმედი სახელმწიფო მინისტრების აპარატების, სამინისტროების აპარატების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების საშტატო ნუსხები და თანამდებობრივი სარგოები.
უხლი 5. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური

 

დანართი №1

 

 

 

საბიუჯეტო ორგანიზაციის დასახელება

 

დასახელება

2010 წელი

2011 წლის ბიუჯეტის კანონით დასაშვები ოდენობა

2011 წელი

დასაბუთება

1

2

3

4

5

საშტატო ნუსხით გათვალისწინებული რაოდენობა

 

 

 

 

შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებულთა რაოდენობა

 

 

 

 

შტატით გათვალისწინებული თანამშრომლების თანამდებობრივი სარგოს წლიური ფონდი
(ათას ლარებით)

 

 

 

 

შტატით გათვალისწინებული თანამშრომლის საშუალო შრომის ანაზღაურება (ათას ლარებით)

 

 

 

 

შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა

 

 

 

 

მათ შორის, წლის განმავლობაში მუდმივად დაქირავებულ შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა

 

 

 

 

მათ შორის, წლის გარკვეული პერიოდით დაქირავებულ შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა

 

 

 

 

შტატგარეშე მომუშავეთა საშუალო შრომის ანაზღაურება

(ლარებით)

 

 

 

 

მათ შორის, წლის განმავლობაში მუდმივად დაქირავებულ შტატგარეშე მომუშავეთა საშუალო შრომის ანაზღაურება (ლარებით)

 

 

 

 

მათ შორის, წლის გარკვეული პერიოდით დაქირავებულ შტატგარეშე მომუშავეთა საშუალო შრომის ანაზღაურება (ლარებით)

 

 

 

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის დასაქმებულთა საშუალო თანამდებობრივი სარგო (ლარებით)

 

 

 

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის წლიური საპრემიო ფონდი

(ათას ლარებით)

 

 

 

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო (ლარებით).

 

 

 

 

 

 

№1 დანართის შევსების ინსტრუქცია

● საშტატო ნუსხით გათვალისწინებული რაოდენობა
– მე-2 სვეტში (2010 წელი) მიეთითება 2010 წლის ბოლოსათვის მოქმედი საშტატო ნუსხით გათვალისწინებული მომუშავეთა რაოდენობა;
– მე-3 სვეტში (2011 წლის ბიუჯეტის კანონით დასაშვები ოდენობა) მიეთითება 2011 წლის ბიუჯეტის კანონით შესაბამისი საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის გათვალისწინებული მომუშავეთა რიცხოვნობა;
– მე-4 სვეტში (2011 წელი) მიეთითება შესაბამისი განკარგულების პროექტის წარდგენის პერიოდისათვის მოქმედი საშტატო ნუსხით გათვალისწინებული მომუშავეთა რაოდენობა.

● შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებულთა რაოდენობა
– მე-2 სვეტში (2010 წელი) მიეთითება 2010 წლის ბოლოსათვის მოქმედი საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებული მომუშავეთა რაოდენობა (ვაკანსიების გამოკლებით);
– მე-3 სვეტში (2011 წლის ბიუჯეტის კანონით დასაშვები ოდენობა) მიეთითება 2011 წლის ბიუჯეტის კანონით შესაბამისი საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის გათვალისწინებულ მომუშავეთა რიცხოვნობა;
– მე-4 სვეტში (2011 წელი) მიეთითება შესაბამისი განკარგულების პროექტის წარდგენის პერიოდისათვის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებულ მომუშავეთა რაოდენობა (ვაკანსიების გამოკლებით).

● შტატით გათვალისწინებული თანამშრომლების თანამდებობრივი სარგოს წლიური ფონდი
– მე-2 სვეტში (2010 წელი) მიეთითება 2010 წლის ბოლოსათვის მოქმედი საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოების წლიური ფონდი;
– მე-3 სვეტში (2011 წლის ბიუჯეტის კანონით დასაშვები ოდენობა) მიეთითება 2011 წლის ბიუჯეტის კანონით შესაბამისი საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის გათვალისწინებული მომუშავეთა რიცხოვნობაზე გაანგარიშებული თანამდებობრივი სარგოების წლიური ფონდი;
– მე-4 სვეტში (2011 წელი) მიეთითება შესაბამისი განკარგულების პროექტის წარდგენის პერიოდისათვის მოქმედი საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოების წლიური ფონდი.

● შტატით გათვალისწინებული თანამშრომლის საშუალო შრომის ანაზღაურება
– მე-2 სვეტში (2010 წელი) მიეთითება 2010 წელს არსებული საშუალო შრომის ანაზღაურება, რომელიც გაიანგარიშება 2010 წლის განმავლობაში გაცემული შრომის ანაზღაურება (სსიპ-ის შემთხვევაში – საკუთარი შემოსავლების გათვალისწინებით), შეფარდებული 2010 წლის ბოლოსთვის მოქმედი საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ რიცხოვნობაზე და გაყოფილი 12-ზე (თვეების რაოდენობა);
– მე-3 სვეტში (2011 წლის ბიუჯეტის კანონით დასაშვები ოდენობა) მიეთითება 2011 წლის ბიუჯეტის კანონით შესაბამისი საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის გათვალისწინებული შრომის ანაზღაურების ფონდი, შეფარდებული მომუშავეთა რიცხოვნობაზე და გაყოფილი 12-ზე;
– მე-4 სვეტში (2011 წელი) მიეთითება შესაბამისი განკარგულების პროექტის წარდგენის პერიოდისათვის საბიუჯეტო ორგანიზაციის დაზუსტებული ბიუჯეტით გათვალისწინებული შრომის ანაზღაურების ფონდი (სსიპ-ის შემთხვევაში – საკუთარი შემოსავლების გათვალისწინებით), შეფარდებული ამავე პერიოდისათვის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ რიცხოვნობაზე და გაყოფილი 12-ზე.

● შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობა
– მე-2 სვეტში (2010 წელი) მიეთითება 2010 წლის გარკვეულ პერიოდში დაქირავებულ შტატგარეშე მომუშავეთა და წლის განმავლობაში მუდმივად დაქირავებულ შტატგარეშე მომუშავეთა ჯამური რაოდენობა;
» გარკვეულ პერიოდში დაქირავებულ შტატგარეშე მომუშავეთა რაოდენობაში მიეთითება იმ თვის მონაცემები, რომლის განმავლობაშიც ერთდროულად დაქირავებულთა მთლიანი რაოდენობა იყო მაქსიმალური, წლის განმავლობაში მუდმივად დაქირავებულ შტატგარეშე მომუშავეთა გამოკლებით;
» მუდმივად დაქირავებულებში იგულისხმებიან ის მომუშავეები, რომლებიც საბიუჯეტო ორგანიზაციებს დაქირავებული ჰყავთ მთელი წლის განმავლობაში;
– მე-3 სვეტში (2011 წლის ბიუჯეტის კანონით დასაშვები ოდენობა) მიეთითება 2011 წლის ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით დასაშვები ოდენობა (შტატით გათვალისწინებული რაოდენობის 2% ან 5 ერთეული);
– მე-4 სვეტში (2011 წელი) მიეთითება საბიუჯეტო ორგანიზაციის მთლიანი მოთხოვნა, თუ რა რაოდენობის შტატგარეშე მომუშავეები ესაჭიროება 2011 წლის განმავლობაში. ამასთან, აღნიშნული უნდა ჩაიშალოს მუდმივად დაქირავებულ და გარკვეულ პერიოდში დაქირავებულ შტატგარეშე მომუშავეებად;
– მე-5 სვეტში (დასაბუთება) მოყვანილი უნდა იქნეს შესაბამისი არგუმენტაცია კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების აუცილებლობის თაობაზე, ასევე, უნდა მიეთითოს, რა ვადით იგეგმება შტატგარეშე მომუშავეების დაქირავება.

● შტატგარეშე მომუშავეთა საშუალო შრომის ანაზღაურება
– მე-2 სვეტში (2010 წელი) მიეთითება გარკვეულ პერიოდში დაქირავებულ შტატგარეშე მომუშავეთა საშუალო შრომის ანაზღაურების და მუდმივად დაქირავებულ შტატგარეშე მომუშავეთა საშუალო შრომის ანაზღაურების ჯამი გაყოფილი 2-ზე:
» გარკვეულ პერიოდში დაქირავებულ შტატგარეშე მომუშავეთა საშუალო შრომის ანაზღაურების გაანგარიშებისას, შესაბამის თვეში (როდესაც ერთდროულად დაქირავებულთა მთლიანი რაოდენობა იყო მაქსიმალური) შტატგარეშე მომუშავეთა შრომის ანაზღაურებაზე გაწეულ მთლიან ხარჯს აკლდება მუდმივად დაქირავებულ შტატგარეშე მომუშავეებზე გაცემული შრომის ანაზღაურება და მიღებული თანხა გაიყოფა ამავე თვეში შტატგარეშედ დაქირავებულთა მთლიან რაოდენობას გამოკლებული წლის განმავლობაში მუდმივად დაქირავებულთა რაოდენობა;
» მუდმივად დაქირავებულთა საშუალო შრომის ანაზღაურების გაანგარიშებისას 2010 წლის განმავლობაში მათზე ფაქტობრივად გაცემული თანხა გაიყოფა მათ რაოდენობასა და 12-ზე;
– მე-3 სვეტში (2011 წლის ბიუჯეტის კანონით დასაშვები ოდენობა) მიეთითება 2011 წლის ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით დასაშვები ოდენობა;
– მე-4 სვეტში (2011 წელი) მიეთითება საბიუჯეტო ორგანიზაციის მთლიანი მოთხოვნა, თუ რა ოდენობის საშუალო შრომის ანაზღაურება უნდა დაუწესდეს შტატგარეშე მომუშავეებს 2011 წლის განმავლობაში. ამასთან, აღნიშნული უნდა ჩაიშალოს მუდმივად დაქირავებული და გარკვეულ პერიოდში დაქირავებული შტატგარეშე მომუშავეების საშუალო შრომის ანაზღაურებად;
– მე-5 სვეტში (დასაბუთება) მოყვანილი უნდა იქნეს შესაბამისი არგუმენტაცია კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების აუცილებლობის თაობაზე.

● საჯარო სამართლის იურიდიული პირის დასაქმებულთა საშუალო თანამდებობრივი სარგო
– მე-2 სვეტში (2010 წელი) მიეთითება 2010 წლის ბოლოსათვის სსიპ-ში ფაქტობრივად დასაქმებულთა (როგორც შტატით გათვალისწინებული, ასევე შტატგარეშე მომუშავეები) საშუალო თანამდებობრივი სარგო, რომლის გაანგარიშებისას ფაქტობრივად დასაქმებულთა თანამდებობრივი სარგოების ჯამი გაიყოფა მათ რიცხოვნობაზე;
– მე-3 სვეტში (2011 წლის ბიუჯეტის კანონით დასაშვები ოდენობა) მიეთითება 2011 წლის ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით დასაშვები ოდენობა (1500 ლარი);
– მე-4 სვეტში (2011 წელი) მიეთითება სსიპ-ის მთლიანი მოთხოვნა, თუ რა ოდენობის საშუალო თანამდებობრივი სარგო უნდა დაუწესდეთ მასში დასაქმებულ მომუშავეებს;
– მე-5 სვეტში (დასაბუთება) მოყვანილი უნდა იქნეს შესაბამისი არგუმენტაცია კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების აუცილებლობის თაობაზე.

● საჯარო სამართლის იურიდიული პირის წლიური საპრემიო ფონდი
– მე-2 სვეტში (2010 წელი) მიეთითება 2010 წლის განმავლობაში გაცემული პრემიების ოდენობა (საკუთარი შემოსავლებიდან გაცემული პრემიების ჩათვლით);
– მე-3 სვეტში (2011 წლის ბიუჯეტის კანონით დასაშვები ოდენობა) მიეთითება 2011 წლის ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით დასაშვები ოდენობა (შტატით გათვალისწინებულ თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოების წლიური მოცულობის 20%);
– მე-4 სვეტში (2011 წელი) მიეთითება სსიპ-ის მთლიანი მოთხოვნა, თუ რა მოცულობის საპრემიო ფონდი უნდა ჰქონდეს 2011 წლის განმავლობაში;
– მე-5 სვეტში (დასაბუთება) მოყვანილი უნდა იქნეს შესაბამისი არგუმენტაცია კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების აუცილებლობის თაობაზე.

● საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო
– მე-2 სვეტში (2010 წელი) მიეთითება 2010 წლის ბოლოსთვის სსიპ-ის ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო;
– მე-3 სვეტში (2011 წლის ბიუჯეტის კანონით დასაშვები ოდენობა) მიეთითება 2011 წლის ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული შეზღუდვების გათვალისწინებით დასაშვები ოდენობა (2950 ლარი);
– მე-4 სვეტში (2011 წელი) მიეთითება 2011 წლის მოთხოვნა, თუ რა ოდენობის თანამდებობრივი სარგოს დაწესება იგეგმება სსიპ-ის ხელმძღვანელისათვის;
– მე-5 სვეტში (დასაბუთება) მოყვანილი უნდა იქნეს შესაბამისი არგუმენტაცია კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვებზე გამონაკლისის დაშვების აუცილებლობის თაობაზე.


დანართი №2

 

 

 

საბიუჯეტო ორგანიზაციის დასახელება

დასახელება

არსებული სტრუქტურის მიხედვით

პროექტის
მიხედვით

სხვაობა

შენიშვნა

1

2

3

4

5

საშტატო ნუსხით გათვალისწინებული რიცხოვნობა

 

 

 

 

მათ შორის, ფაქტობრივად დასაქმებული

 

 

 

 

შტატით გათვალისწინებულ მომუშავეთა თანამდებობრივი სარგოს ერთი თვის ფონდი
(ათას ლარებით)

 

 

 

 

მათ შორის, შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებულების თანამდებობრივი სარგოს ერთი თვის ფონდი
(ათას ლარებით)

 

 

 

 

წლის განმავლობაში საქონელსა და მომსახურებაზე მიმართული სახსრები (ათას ლარებით)

 

 

 

 

წლის განმავლობაში არაფინანსური აქტივების ზრდაზე მიმართული სახსრები (ათას ლარებით)

 

 

 

 

ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ

 

 

 

№2 დანართის შევსების ინსტრუქცია
● საშტატო ნუსხით გათვალისწინებული რიცხოვნობა
– მე-2 სვეტში მიეთითება შესაბამისი ცვლილებების მომზადების პერიოდისათვის მოქმედი საშტატო ნუსხით გათვალისწინებული რიცხოვნობა და მათ შორის გამოიყოფა ფაქტობრივად დასაქმებულთა რაოდენობა (ვაკანსიების გამოკლებით);
– მე-3 სვეტში მიეთითება შესაბამისი ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში შტატით გათვალისწინებულ თანამშრომელთა საჭირო რაოდენობა;
– მე-4 სვეტში მე-3 და მე-2 სვეტებს შორის სხვაობა;
– მე-5 სვეტი ივსება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაგეგმილი ცვლილებები იწვევს რიცხოვნობის ზრდას და ჩაიწერება დასაბუთება მისი ზრდის აუცილებლობის თაობაზე.

● შტატით გათვალისწინებულ მომუშავეთა თანამდებობრივი სარგოს ერთი თვის ფონდი
– მე-2 სვეტში მიეთითება შესაბამისი ცვლილებების მომზადების პერიოდისათვის მოქმედი საშტატო განრიგით განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოების ერთი თვის ფონდი და მათ შორის გამოიყოფა შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე ფაქტობრივად დასაქმებულთა (ვაკანსიების გამოკლებით) თანამდებობრივი სარგოების ერთი თვის ფონდი;
– მე-3 სვეტში მიეთითება შესაბამისი ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში თანამდებობრივი სარგოს ერთი თვის ფონდის მოცულობა;
– მე-4 სვეტში მე-3 და მე-2 სვეტებს შორის სხვაობა;
– მე-5 სვეტი ივსება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაგეგმილი ცვლილებები იწვევს თანამდებობრივი სარგოს ერთი თვის ფონდის ზრდას და ჩაიწერება დასაბუთება მისი ზრდის აუცილებლობის თაობაზე.

● წლის განმავლობაში საქონელსა და მომსახურებაზე მიმართული სახსრები
– მე-2 სვეტში მიეთითება შესაბამისი ცვლილებების მომზადების პერიოდისათვის დაზუსტებული ბიუჯეტით „საქონლისა და მომსახურების“ მუხლით გათვალისწინებული ასიგნებების მოცულობა;
– მე-3 სვეტში მიეთითება შესაბამისი ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში წლის განმავლობაში „საქონლისა და მომსახურების“ მუხლით საჭირო თანხის მთლიანი მოცულობა;
– მე-4 სვეტში მე-3 და მე-2 სვეტებს შორის სხვაობა;
– მე-5 სვეტი ივსება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაგეგმილი ცვლილებები იწვევს „საქონლისა და მომსახურების“ მუხლის ზრდას და ჩაიწერება, თუ რა ღონისძიებების დასაფინანსებლად მიიმართება დამატებითი თანხა.

● წლის განმავლობაში არაფინანსური აქტივების ზრდაზე მიმართული სახსრები
– მე-2 სვეტში მიეთითება შესაბამისი ცვლილებების მომზადების პერიოდისათვის დაზუსტებული ბიუჯეტით „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლით გათვალისწინებული ასიგნებების მოცულობა;
– მე-3 სვეტში მიეთითება შესაბამისი ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში წლის განმავლობაში „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლით საჭირო თანხის მთლიანი მოცულობა;
– მე-4 სვეტში მე-3 და მე-2 სვეტებს შორის სხვაობა;
– მე-5 სვეტი ივსება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაგეგმილი ცვლილებები იწვევს „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლის ზრდას და ჩაიწერება, თუ რა აქტივების შესაძენად მიიმართება დამატებითი თანხები.

● ინფორმაცია დაფინანსების წყაროების შესახებ (15.02.2011 N 75)
აღნიშნულ სტრიქონში ჩაიწერება, თუ რა წყაროებიდან ფინანსდება დამატებითი საბიუჯეტო ხარჯები (რა ღონისძიებების გატარების შედეგად წარმოიქმნა ეკონომია ან/და დაფინანსების სხვა წყაროები).