სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების ფორმებისა და მათი წარდგენის ვადების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №112
2012 წლის 11 აპრილი ქ. თბილისი

სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების ფორმებისა და მათი წარდგენის ვადების დამტკიცების თაობაზე

 

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-7 მუხლის მე-4 ნაწილის, მე-15 მუხლის პირველი ნაწილისა და „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის „მ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების ფორმები თანდართული რედაქციით (დანართი №1, №2, №3, №4).
2. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების მომზადების მიზნით მხარჯავმა დაწესებულებებმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარუდგინონ მათი ბიუჯეტის 3, 6 და 9 თვის შესრულების ანგარიშები სა¬ან¬¬გარიშო პერიოდის დასრულებიდან 15 დღის ვადაში, დანართი №2-ის შესაბამისად, ხოლო წლიური შესრულების ანგარიში – წლის დამ¬თავრებიდან არა უგ¬ვიანეს 2 თვისა, დანართი №1, №3-ის და №4-ის შესაბამისად.
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 30 აპრილის №340 ბრძანება „სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების ფორმებისა და მათი წარდგენის ვადების დამტკიცების თაობაზე“.
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2012 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

 

დ. გვინდაძე

 

დანართი